სერვისები
Creative Cloud-ის სერვისები აქცევს თქვენს ბრენდს
ხილვადს, ზრდის ნდობას და გაყიდვებს.

ციფრული სტრატეგია
ჩვენ ვქმნით ზრდის კომპლექსურ გეგმას, რომელიც Meta და Google პლატფორმებს თქვენი ბიზნესის ინტერესებს მორგებულ ეფექტურ ინსტრუმენტებად აქცევს. სტრატეგია უზრუნველყოფს რესურსების სწორ განაწილებას, მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტ იდენტიფიცირებას და გაყიდვების სტაბილურ, გაზომვად ზრდას.

გრაფიკული დიზაინი
ვქმნით გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას, რომელიც თქვენს ბრენდს კონკურენტებისგან გამოარჩევს. ჩვენი დიზაინი მხოლოდ ესთეტიკა არ არის, ის მუშაობს თქვენს იმიჯზე, ამარტივებს მომხმარებელთან კომუნიკაციას და თქვენს პროფესიონალიზმს უსიტყვოდ უსვამს ხაზს.

ქოფირაითინგი
ვწერთ ტექსტებს, რომლებიც თქვენს ბრენდს ხმას აძლევს და მომხმარებელთან ნდობას აშენებს. ჩვენი სიტყვები ყიდის პროდუქტს, გადმოსცემს მთავარ ღირებულებებს და ნებისმიერ რთულ სათქმელს მარტივ, დასამახსოვრებელ ფორმად აქცევს.

ედვერთაიზინგი
ჩვენ ვმართავთ მიზნობრივ კამპანიებს Meta და Google პლატფორმებზე. მონაცემების ანალიზით ვპოულობთ თქვენს პოტენციურ კლიენტებს და ოპტიმალური ბიუჯეტით ვაღწევთ მაქსიმალურ გაყიდვებს, რაც თქვენი ბიზნესის ზრდას უზრუნველყოფს.

SEO ოპტიმიზაცია
ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი საიტი Google-ის ძიების პირველ გვერდზე მოხვდეს. ტექნიკური გამართვითა და საკვანძო სიტყვების ანალიზით ვზრდით უფასო ტრაფიკს, რაც ბრენდის სანდოობასა და მომხმარებელთა რაოდენობას სტაბილურად ზრდის.

კონტენტ მარკეტინგი
ჩვენ ვქმნით ღირებულ და საინტერესო კონტენტს, რომელიც თქვენს აუდიტორიასთან გრძელვადიან ნდობას აშენებს. სტატიებით, პოსტებითა და ისტორიებით ბრენდს ექსპერტად ვაქცევთ, რაც საბოლოოდ ლოიალურ მომხმარებლებსა და გაყიდვებს ნიშნავს.

ვიდეო მომსახურება
ჩვენ ვქმნით ვერტიკალურ კონტენტსა და ძლიერი შინაარსის კომერციულ ვიდეოებს. ჩვენი რგოლები მხოლოდ ლამაზი კადრები არ არის – ისინი ატარებენ მკაფიო აზრს, რომელიც ბრენდის ღირებულებებს მომხმარებლის გულამდე მიიტანს.

ინფლუენსერ მარკეტინგი
ჩვენ ვაკავშირებთ თქვენს ბრენდს სწორ ინფლუენსერებთან, რომელთაც აუდიტორია ენდობა. ვგეგმავთ კამპანიებს, რომლებიც ბუნებრივად ერგება კონტენტს, ზრდის ბრენდის ცნობადობას და ააქტიურებს გაყიდვებს რეალური რეკომენდაციების საშუალებით.
