ჩვენს შესახებ
ჩვენ ვართ Creative Cloud – გუნდი, სადაც მრავალწლიანი გამოცდილება და თამამი, კრეატიული ხედვა ერთიანდება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახალი სახელით წარვდექით, ჩვენი გუნდი ათეულობით წარმატებულ კამპანიასა და დიდ ბრენდებთან მუშაობის სტაჟს ითვლის. ჩვენ არ ვართ დამწყებები; ჩვენ შევკრიბეთ სფეროს პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ აქციონ იდეა რეალურ ბიზნეს შედეგად.
ჩვენი ფილოსოფია მარტივია: კრეატივი მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როცა ის თქვენი ბიზნესისთვის მუშაობს. ჩვენ არ ვჯერდებით სტანდარტულ გზებს და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც საკუთარი ბრენდის ლიდერად ხილვა სურს.
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს პარტნიორობას გუნდთან, რომელიც თქვენს წარმატებაზე საკუთარი პროფესიული რეპუტაციით აგებს პასუხს. ჩვენ არ უბრალოდ ვყვებით ისტორიებს – ჩვენ ვაშენებთ თქვენი ბრენდის მომავალს.
თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატებაა!
ჩვენი ფილოსოფია
ჩვენ ჯერ ვსწავლობთ თქვენს ბიზნესს, ბაზარს და მომხმარებლის ლოგიკას, რათა შევქმნათ კომუნიკაცია, რომელიც არა მხოლოდ ჩანს, არამედ რეაქციას იწვევს.
ჩვენი ვალდებულება
ჩვენთვის სერვისი პასუხისმგებლობაა შედეგზე. ყოველთვიური ანგარიშგება ჩვენთან არ არის ციფრების გროვა — ეს არის სტრატეგიული ანალიზი: რა მივიღეთ, რატომ და სად მივდივართ შემდეგ.
FROM CLOUD TO CROWD
იდეიდან – მასშტაბამდე. ჩვენი სახელი ასახავს ჩვენს გზას: ვიღებთ აბსტრაქტულ ხედვას და ვაქცევთ მას რეალურ, გაზომვად წარმატებად. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ თქვენი ბრენდი ყოველთვის იქნება იქ, სადაც თქვენი მომხმარებელია.

ელ-ფოსტა
sales@creativecloud.ge
hello@creativecloud.ge

სამუშაო საათები
ორშაბათი-პარასკევი
10:30 – 18:00

მისამართი
თბილისი, საქართველო
ნუცუბიძის ქუჩა, 201

კონტაქტები
+995 568 739 132
